ხვიჩა კვარაცხელია, რანი ხედირა
Aa
Aa

„მეტსახელად კვარადონა ტყუილად არ შეურქმევიათ“ | უნიონ ბერლინის ფეხბურთელი ხვიჩაზე

„უნიონ ბერლინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ურს ფიშერმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მისი გუნდი ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ დაუპირისპირდება და ფიშერს პრესკონფერენციაზე ნახევარმცველი რანი ხედირა ახლდა.

„უნიონ ბერლინის“ ფეხბურთელს რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს და ერთ-ერთი „პარტენოპეის“ ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას შეეხებოდა.

„როგორ ვაპირებთ კვარაცხელიასთან გამკლავებას? ხვიჩა ნამდვილად კარგი ფეხბურთელია და შემთხვევითობა არაა, რომ მეტსახელად კვარადონა შეარქვეს. ოსიმენთან ერთად შესანიშნავ დუეტს ქმნის, მაგრამ ვიქტორი ჩვენთან არ ითამაშებს. ნაპოლის შეტევა რთული შესაჩერებელია და მან ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. მოგვიწევს, თავი გუნდურად დავიცვათ, სადაც საჭირო იქნება, ორმაგი დაცვა გამოვიყენოთ, მაქსიმალურად ცოტა სივრცე დავუტოვოთ და მხოლოდ დაცვაში კი არ ვიდგეთ, შეტევაზეც გადავიდეთ“.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს 9 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს და „უნიონ ბერლინს“ სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილანის ლეგენდა: „კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია“
მილანის ლეგენდა: „კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია“