ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„თეთრი რაინდის შამათი კრიზისს“ - La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და დუბლი გაიფორმა. „კვარას“ ბრწყინვალე თამაში იტალიურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მას სტატია La Repubblica-მ მიუძღვნა, რომლის სათაურიც ასეთია: „კვარაცხელია საზღვრების გარეშე. მეთოფე, ლიდერი და შამათი კრიზისს".

„თეთრი რაინდი ხანჯლებითა და ისრებით შეიარაღებული დაბრუნდა. ჩემპიონმა საკუთარი ცხოვრების ყველაზე განსაკუთრებული კვირა, რომელიც მისი ქორწინებით დაიწყო, ვერონასთან გაფორმებული დუბლითა და სპეციალური აღნიშვნით დაასრულა. ხვიჩა ნიცაზე დაქორწინდა და ქართული ტრადიციის მიხედვით, ხანჯლების ქვეშ გაიარა, რომლებიც მის ახლო მეგობრებს ეჭირათ. კვარაცხელია თეთრებში იყო გამოწყობილი, ზუსტად იმ ფერში, რა ფერის მაისურიც ვერონასთან მატჩში მოირგო.

კვარამ სწორი მომენტი შეარჩია, რათა სუპერმენი კიდევ ერთხელ გამხდარიყო, გუნდის უპირობო ლიდერის სტატუსი კი პირველად მოერგო. მან ვიქტორ ოსიმენისა და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას ტრავმების გამო გაჩენილი სიცარიელე შეავსო. მის თანაგუნდელებს წინამძღოლი სჭირდებოდათ და იპოვეს 77 ნომერი, რომელმაც გასულ სეზონში ნაჩვენები გენიალურობა და ბრწყინვალება კიდევ ერთხელ გამოავლინა“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 9 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს და „უნიონ ბერლინს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სულერთია მწვრთნელი ვინ იქნება“ - სნეიდერმა მიქაუტაძის აიაქსზე ისაუბრა
„სულერთია მწვრთნელი ვინ იქნება“ - სნეიდერმა მიქაუტაძის აიაქსზე ისაუბრა