ტონი კროოსი
Aa
Aa

კროოსი: სტატისტიკა არ მიყვარს, შეიძლება 100-დან ბურთი 1-ჯერ დაკარგო და გოლი გაუშვა

ტონი კროოსი თვლის, რომ სტატისტიკას ფეხბურთში დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

- ბოლო წლებში ფეხბურთი სულ უფრო და უფრო მეტად ხდება მონაცემებზე ორიენტირებული, უფრო და უფრო მეტი რიცხვი და სტატისტიკა ჩნდება. რას ფიქრობთ ამაზე? ან ენდობით ტრადიციულ მიდგომას და ინტუიციას?

„სტატისტიკის მოყვარული არ ვარ, ძირითადად იმიტომ, რომ როცა ის ძალიან ბევრია, ვფიქრობ, ამას აზრი არ აქვს. ვინც ფეხბურთის შესახებ ცოტა მაინც იცის, შეუძლია გაიგოს რა არის თამაში.

მე არ მჭირდება დადასტურება, რომ მაქვს წარმატებული პასების პროცენტი, რომ გავიგო კარგად ვითამაშე თუ არა. ან რამდენი ბურთი დავკარგე. შეიძლება ბურთი ასში ერთხელ დაკარგო, მაგრამ ამან გაშვებული გოლი გამოიწვიოს.

იგივე გარბენების მონაცემებთან დაკავშირებით, რაც მე საერთოდ არ მესმის: ვინ რამდენჯერ აჩქარდა, ვინ რამდენჯერ გაიქცა. ვარაუდობენ, რომ ვინც ბევრს დარბოდა, კარგად ითამაშა.

საპირისპიროს ვხედავ: რაც მეტს დავრბივარ, მით უარესად ვთამაშობთ. რაც უფრო მეტს დავრბივართ უკანა ხაზში, რაც უფრო ცუდად ვიცავთ, მით უფრო ნაკლებად ვაკონტროლებთ ბურთს“,

- განაცხადა მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი ფეხბურთელებს ფულადი ჯარიმებით ემუქრება
დე ლაურენტისი ფეხბურთელებს ფულადი ჯარიმებით ემუქრება