უეინ რუნი
Aa
Aa

ოფიციალურად - რუნი ბირმინგემის მთავარი მწვრთნელია

უეინ რუნი „ბირმინგემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. „ლურჯებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

„მოხარული ვარ, რომ ბირმინგემს ასეთ ამაღელვებელ პერიოდში შევუერთდი. აშკარაა, რომ კლუბს გეგმა აქვს დასახული და საკუთარი ამბიციების მიღწევაზეა ორიენტირებული. ჩემი და კლუბის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. ესაა მნიშვნელოვანი პროექტი და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ.

გამოცდილი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული ბირთვი გვყავს, რომლის მხარდამხარაც, აღმაფრთოვანებელი ახალგაზრდები თამაშობენ. ვიცი, ბირმინგემმა რა ფეხბურთი უნდა ითამაშოს და ჩემი იდეების დასანერგად ყველაფერს გავაკეთებ. გუნდში გამარჯვებულის კულტურას შევქმნით და ჩამოვაყალიბებთ იდენტობას, რომელიც ლურჯების ქომაგებს ფეხზე წამოაყენებს“, - განაცხადა რუნიმ.

ცნობისთვის, „ბირმინგემს“ 18 ქულა აქვს და ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის, ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. რუნის დებიუტი 21 ოქტომბერს, „მიდლსბროს“ წინააღმდეგ შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოლიძე ჩიმაევის წინააღმდეგ? | შესაძლოა პაულო კოსტა ჩაანაცვლოს
დოლიძე ჩიმაევის წინააღმდეგ? | შესაძლოა პაულო კოსტა ჩაანაცვლოს