ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო, რუდი გარსია
Aa
Aa

კასანო რეალთან მატჩზე: „კვარა ჩრდილში იყო, ნაპოლის იდეები აკლდა“

ანტონიო კასანო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, „ნაპოლისა“ და „რეალს“ შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. კასანომ განაცხადა, რომ „პარტენოპეიმ“ შემართება და ენთუზიაზმი აჩვენა, მაგრამ იდეები აკლდა.

„რეალი აღარაა გუნდი, რომელიც წლების წინ იყო. სამეფო კლუბს მილიტაო და ალაბა აკლდა, თუმცა სუპერ ჩემპიონმა ვინისიუსმა და ძლიერმა ბელინგემმა, როდრიგომ და სხვებმა ითამაშეს. ლეჩესთან და უდინეზესთან გამართული მატჩების შემდეგ, როგორც კი, ნაპოლის ძლიერი მეტოქე შეხვდა, 3 გოლი მიიღო და შეიძლებოდა, მეტიც გაეშვა.

პირველ ნახევარში, რეალი თამაშის ტემპს აკონტროლებდა, მაგრამ ნაპოლიმ უკეთ იმოქმედა და დაწინაურდა. გარსიას გუნდმა დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ენთუზიაზმით წინ მხოლოდ გულშემატკივრებისგან მიღებული მხარდაჭერის გამო მიდიოდა. მათში ვერ დავინახე გამბედაობა, იდეები და აგრესია. ოსიმენს ბურთი ხშირად ჰქონდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. კვარაცხელია ცოტათი ჩრდილში იყო, ლობოტკა კი შეტევის გაგრძელების ვარიანტებს ვერ პოულობდა. თუ ეს სამი ფეხბურთელი არ ჩანს, ნაპოლის სერიოზული პრობლემები ექმნება.

ვიღაცები ამბობენ, რომ ეს ნაპოლი ფრეს იმსახურებდა... მეორე ნახევარში კარგად ითამაშეს, მაგრამ მახსოვს პარტენოპეი, რომელმაც ლივერპულს 4:1 მოუგო და მეტოქე გაანადგურა. იმ ნაპოლიში იგივე ფეხბურთელები თამაშობდნენ და თან ლივერპული რეალის დონის გუნდია. განსხვავება ისაა, რომ ან პარტენოპეიში სხვანაირ რაღაცებს ვხედავთ. გრძელი პასების ლოდინი, მცირე ინტენსივობა, მცირე აქტიურობა. ამასთან, დაცვაშიც პრობლემები აქვთ.

როცა რეალის წინააღმდეგ თამაშობ, სამეფო კლუბი და მისი სტატუსი გაშინებს. ლივერპულს თითქმის იგივე სტატუსი აქვს, მაგრამ სპალეტის გუნდს შიში საერთოდ არ ეტყობოდა, რადგან განსხვავებული მენტალიტეტი ჰქონდა. რუდი გარსიაზე უნდა ვთქვა, რომ 95 წუთიდან, 85 სათადარიგოთა სკამზე გაატარა და რაღაცას წერდა. როცა სტადიონზე ასეთი ატმოსფეროა, მწვრთნელმა ფეხბურთელებს მითითებები უნდა მისცეს, ის კი თავის ასისტენტთან ერთად იჯდა და რაღაცას წერდა. პროფესორი გახდა თუ რა ხდება? რეალთან ითამაშა ჩვეულებრივმა ნაპოლი, რომელსაც ბრწყინვალე იდეები აკლდა".

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიამ ქართველი გარემარბი შეუცვლელად ათამაშა. ხვიჩა ბურთს 62-ჯერ შეეხო, 37 პასი შეასრულა, 31 ზუსტი იყო. მის აქტივში 3 საკვანძო გადაცემაა. მინდორზე 14 ორთაბრძოლიდან 7 მოიგო, ხოლო ჰაერში ორივე ორთაბრძოლა დათმო. ბურთი 16-ჯერ დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის