ხვიჩა კვარაცხელია, ჯორჯო კიელინი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

კიელინი: „თუ კვარა და ოსიმენი ფორმაში შევლენ, ნაპოლის შეჩერება რთული იქნება“

„ლოს ანჯელეს გალაქსის“ მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, რომელსაც იტალიაში თამაშის უდიდესი გამოცდილება აქვს, „ნაპოლიზე“ ისაუბრა. კიელინიმ სერია A-ს მთავარი ფავორიტიც დაასახელა და უპირატესობა „ინტერს“ მიანიჭა.

„ნაპოლის კარგი სტარტი არ ჰქონია, მაგრამ თუ კვარა და ოსიმენი ფორმაში შევლენ, მათი შეჩერება ძნელი იქნება. ისინი ურთულესი ოპონენტები არიან, მაგრამ არც მოქმედი ჩემპიონის სტატუსით თამაშია მარტივი. ახალ მთავარ მწვრთნელს ყოველთვის დრო სჭირდება და რუდი გარსია შესაფერისი კანდიდატურაა, თუმცა, მიმაჩნია, რომ სერია A-ში, უძლიერეს გუნდად კვლავინდებურად ინტერი რჩება.

იუვენტუსს ახალგაზრდა შემადგენლობა ჰყავს და მასიმილიანო ალეგრი მართალია, როცა ამბობს, რომ სხვა კლუბებს რაღაც სხვაც აქვთ. თუ კიეზა და ვლაჰოვიჩი სტაბილურობას შეინარჩუნებენ, იუვეს შეეძლება, რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთოს“.

ცნობისთვის, სერია A-ს სატურნირო ცხრილს 18-18 ქულით „ინტერი“ და „მილანი“ ლიდერობენ. „კვარას“ „ნაპოლის“ 14 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს გამართავს და „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება, რომელსაც ასევე 14 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარტივი გამარჯვება - ნიუკასლმა პარი სენ ჟერმენს მოუგო
მარტივი გამარჯვება - ნიუკასლმა პარი სენ ჟერმენს მოუგო