დონეცკის შახტარი, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი, პორტუ
Aa
Aa

„სამწუხაროდ, რაც გვინდოდა ვერ გავაკეთეთ“ - გოჩოლეიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი შეაფასა

დონეცკის „შახტარისა“ და საქართველოს ნაკრების მცველმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის შემდეგ უკრაინულ მედიასთან „პორტუსთან“ 1:3 მარცხი შეაფასა.

რა თქვა გოჩოლეიშვილმა:

ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვსურდა. პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 1:3 ვაგებდით, მეორე ტაიმში კი თამაში შედარებით გამოვასწორეთ. სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და შემტევი მატჩებისთვის მოვემზადოთ.

იმოქმედა თუ არა გუნდურად მუშაობის ნაკლებობამ? არ მგონია ეს სიმართლე იყოს. ალბათ, საქმე სხვა რამეშია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კარგად ვითამაშოთ და მოედანზე ფეხბურთელებმა ერთმანეთი ვიგრძნოთ.

„პორტუს“ ასეთ თამაშს ველოდით და ამისთვის ვემზადებოდით. მათ უფრო სწრაფად ითამაშეს და ტემპი აწიეს, ამისთვის კი მზად არ ვიყავით.

მინდა თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. ვიცით, რა სიტუაციაა უკრაინაში... ომის მიუხედავად, ისინი მაინც მოდიან და მხარს გვიჭერენ. თავს ისე ვგრძნობდით, როგორც საკუთარ სახლში.

რა თქვა მწვრთნელმა თამაშის შემდეგ? რომ ყველაფერი წინ გვაქვს და ჯერ კიდევ ბევრი თამაშია, ამიტომ წინსვლა და მოგება უნდა განვაგრძოთ.

„შახტარში“ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გუნდთან ადაპტაცია ძალიან კარგად გავიარე, ეს ყველაფერი ბიჭების დამსახურებაა. „შახტარი“ დიდი ოჯახია, ამიტომ მინდა, რომ გუნდთან ერთად რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიგო.

შეგახსენებთ, რომ „შახტარმა“ „პორტუს“ ჰამბურგის სტადიონზე უმასპინძლა და სამწუხაროდ, 1:3 დამარცხდა. გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილან, თუმცა, მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდნენ. მთავარმა მწვრთნელმა აზაროვი 65-ე წუთზე შეიყვანა, გოჩოლეიშვილი კი 76-ზე. „შახტარი“ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 4 ოქტომბერს, სტუმრად „ანტვერპენთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამით რა იგულისხმა, კვარა არ ვარჯიშობსო?“ - ნაპოლის ექს-მწვრთნელი გარსიაზე
„ამით რა იგულისხმა, კვარა არ ვარჯიშობსო?“ - ნაპოლის ექს-მწვრთნელი გარსიაზე