იულიან ნაგელსმანი, გერმანიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

გერმანიის ნაკრებს იულიან ნაგელსმანი ჩაიბარებს

გერმანული BILD-ის ინფორმაციით, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ 36 წლის იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. გავლენიანი სააგენტო ამტკიცებს, რომ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ნაგელსმანთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და მას თანამდებობაზე უახლოეს პერიოდში წარადგენს.

სახელდება გერმანელი სპეციალისტის ანაზღაურებაც და როგორც BILD-ი წერს, ნაგელსმანი თვეში 400 ათას ევროს მიიღებს. თავდაპირველი კონტრაქტით, 36 წლის მწვრთნელი თანამდებობაზე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე დარჩება, რის შემდეგაც მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე დაილაპარაკებენ.

შეგახსენებთ, რომ იულიან ნაგელსმანი ბოლოს მიუნხენის „ბაიერნს“ წვრთნიდა, თუმცა თანამდებობიდან 2023 წლის მარტში გაათავისუფლეს. გერმანიის ნაკრების ბოლო მწვრთნელი კი ჰანსი ფლიკი იყო, რომელიც პოსტიდან 1 კვირის წინ, იაპონიის ნაკრებთან 1:4 მარცხის შემდეგ გაუშვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოედანზე სიხარულით აღარ გადიან - ვენტურა ნაპოლის ფეხბურთელებზე
მოედანზე სიხარულით აღარ გადიან - ვენტურა ნაპოლის ფეხბურთელებზე