პოლ პოგბა
Aa
Aa

სიტუაცია გართულდა - იუვენტუსი პოგბას კონტრაქტის გაწყვეტას განიხილავს

როგორც მოგეხსენებათ, პოლ პოგბამ დოპინგ ტესტი ჩააგდო და ამის გამო შესაძლოა ფეხბურთიდან 4 წლით მოკვეთონ. მეტიც, გავრცელდა ცნობა, რომ  „იუვენტუსი“ მისთვის კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს. ამის შესახებ, ახალმა სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ისაუბრა.

ჯუნტოლი:

„არასასიამოვნო სიტუაციაა, მაგრამ ფეხბურთელები მოტივირებულები არიან. ჩვენ დაველოდებით კონტრ-ანალიზის ტესტებს და შემდეგ მოთამაშის აგენტთან ერთად გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენსა და პოგბას შორის თანამშრომლობა შეწყდეს.“

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ტესტოსტერონის ტესტი ჩააგდო.

მოგვიანებით, მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ ეს საკვების დანამატმა გამოიწვია, რომელიც პოგბას მისმა ამერიკელმა მეგობარმა ურჩია. ამერიკაში დოპინგთან დაკავშირებით, განსხვავებული წესები მოქმედებს.

ახლა კი ყველაფერი განმეორებით ტესტზეა დამოკიდებული. თუ ტესტოსტერონის პასუხი კვლავ დადებითი იქნება, პოგბა „იუვენტუსის“ ფეხბურთელი აღარ იქნება და საქმიანობას 4 წლით აუკრძალავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები