ლეონარდო ბონუჩი
Aa
Aa

ბონუჩი: იუვენტუსში დამამცირეს

ლეონარდო ბონუჩი თვლის, რომ ის „იუვენტუსში“ დაამცირეს.

„წავიკითხე და მოვისმინე ის ტყუილები იუვენტუსისგან და მწვრთნელისგან. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რომ თითქოს ოქტომბერში და თებერვალში შემატყობინეს სეზონის ბოლოს კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ. პირიქით, მაისის ბოლოს კლუბს დავეთანხმე, რომ მეხუთე ან მეექვსე ვარიანტი ვიქნებოდი დაცვაში.

რაღაც ვიეჭვე, გაზეთებში წავიკითხე. მაგრამ 13 ივლისს სპორტული დირექტორი ჯუნტოლი და მისი თანაშემწე ჩემს სახლში მოვიდნენ და მითხრეს, რომ იუვენტუსის ნაწილი აღარ ვიქნებოდი, მოედანზე ჩემი ყოფნა გუნდის ზრდას შეაფერხებდა.

ეს იყო ის დამცირება, რაც მე 500-ზე მეტი მატჩის შემდეგ იუვესგან ვიგრძენი. მე ვაფასებდი ბევრი ფეხბურთელის მხარდაჭერას, მათ შორის ამჟამინდელების, იუვედან და სხვა კლუბებიდან. კლუბის უპატივცემულო საქციელთან დაკავშირებით ყველა მხარში დამიდგა“,

- განაცხადა ბონუჩიმ, რომელიც „უნიონ ბერლინში“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უფასოდ დაიმატებენ - ბარსა ნიკო უილიამსს უმიზნებს
უფასოდ დაიმატებენ - ბარსა ნიკო უილიამსს უმიზნებს