ხვიჩა კვარაცხელია, ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

დე ლა ფუენტეს გეგმა ქართველი მარადონას შესაჩერებლად | Sport-ის სტატია ხვიჩაზე

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო შეხვედრას ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. ამ მატჩთან დაკავშირებით, ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, Sport-მა სტატია გამოაქვეყნა და საკუთარ მკითხველს გაუზიარა გეგმა, რომელსაც „ფურია როხას“ თავკაცი, ლუის დე ლა ფუენტე „ქართველი მარადონას“ შესაჩერებლად გამოიყენებს.

ესპანეთის გეგმა ქართველი მარადონას შესაჩერებლად

„ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში, ესპანეთს მარტივი გასეირნება არ ელის. ერთი მხრივ, ეს განპირობებულია იმით, რომ მადრიდიდან თბილისში ჩასასვლელად დაახლოებით 5 000 კილომეტრის გავლაა საჭირო, მეორე მხრივ კი, საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელიც უბრძოლველად არ დანებდება.

A ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილზე მყოფი საქართველო გასატეხად რთული გუნდია, განსაკუთრებით სტუმრად. დინამო არენა სავსე იქნება და ტრიბუნებზე 50 000-ზე მეტ გულშემატკივარს ვიხილავთ. ესპანეთის ნაკრებისთვის მთავარი საფრთხე ნაპოლის ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაა. იგი გასული სეზონის ერთ-ერთი უდიდესი სენსაციაა და სკუდეტოს მოგებაში, რომელიც პარტენოპეიმ 33-წლიანი პაუზის შემდეგ დაისაკუთრა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუის დე ლა ფუენტეს მისთვის სპეციალური „მოწყობილობა“ აქვს მზად. ზუსტად ისე, როგორც ერთა ლიგაზე, ივან პერიშიჩის წინააღმდეგ მოხდა, კვარაცხელიას აყვანა სესარ ასპილიკუეტას დაევალება. მას როდრი დაეხმარება, რათა ხვიჩა 2 VS 1-ზე აღმოჩნდეს, ხოლო მათ უკან მყოფი ლე ნორმანი მთელი მატჩის განმავლობაში, მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენს. ლოგიკურია, რომ საქართველოს სხვა საინტერესო ფეხბურთელებიც ჰყავს (მაგალითად გიორგი მიქაუტაძე), მაგრამ ხვიჩას განეიტრალება უმნიშვნელოვანესი იქნება“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას მივცემდი ოქროს ბურთს თუ ოსიმენს? | კანავარომ თავისი რჩეული დაასახელა
„კვარას მივცემდი ოქროს ბურთს თუ ოსიმენს? | კანავარომ თავისი რჩეული დაასახელა