ლიონელ მესი, ვირჯილ ვან დეიკი
Aa
Aa

„მის მოსაზრებას არ ვიზიარებ“ | ვან დეიკი ვან გაალის განცხადებაზე

ნიდერლანდების ნაკრებისა და „ლივერპულის“ ფეხბურთელმა, ვირჯილ ვან დეიკმა ყოფილი თავკაცის, ლუის ვან გაალის მიერ ლიონელ მესისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა. ვან დეიკის სიტყვები NOS-მა გაავრცელა და ვირჯილი ვან გაალს არ დაეთანხმა.

„დიახ, მისი სიტყვები დილით მოვისმინე. რა თქმა უნდა, საკუთარი აზრის ქონის უფლება ყველას აქვს და ეს მისი მოსაზრებაა, მაგრამ პირადად მე, ისე არ ფიქრობ, როგორც ვან გაალი“.

რა თქვა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა

„რეალურად, ამაზე ბევრი რაღაცის თქმა არ მინდა. თუ ნახავთ, არგენტინას გოლები როგორ გაჰქონდა, ჩვენ როგორ გაგვქონდა და რამდენიმე არგენტინელი ფეხბურთელი ზღვარს როგორ გადადიოდა და არ ისჯებოდა, ვფიქრობ, ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. მხედველობაში მაქვს ის, რასაც ვამბობ. მესი მსოფლიო ჩემპიონი უნდა გამხდარიყო? დიახ, ვფიქრობ, ასე იყო“.

შეგახსენებთ, რომ ტიტულისკენ მიმავალ გზაზე არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ნიდერლანდები გახლდათ. „ალბისელესტე“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ ვაუტ ვეგჰორსტის გოლების წყალობით, ნიდერლანდელებმა თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს. საბოლოოდ, გამარჯვებულის ვინაობის გასარკვევად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც არგენტინამ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისის კონტრწინადადება | Corriere მოლაპარაკებების ახალ დეტალებზე
დე ლაურენტისის კონტრწინადადება | Corriere მოლაპარაკებების ახალ დეტალებზე