ლიონელ მესი
Aa
Aa

„მესის ჩემპიონობა წინასწარ იყო დაგეგმილი“ | ვან გაალის სკანდალური განცხადება

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა სკანდალური განცხადება გააკეთა. „ნარინჯისფერთა“ ექს-თავკაცმა კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა და თქვა, რომ ლიონელ მესის წარმატება წინასწარ იყო დაგეგმილი.

„რეალურად, ამაზე ბევრი რაღაცის თქმა არ მინდა. თუ ნახავთ, არგენტინას გოლები როგორ გაჰქონდა, ჩვენ როგორ გაგვქონდა და რამდენიმე არგენტინელი ფეხბურთელი ზღვარს როგორ გადადიოდა და არ ისჯებოდა, ვფიქრობ, ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. მხედველობაში მაქვს ის, რასაც ვამბობ. მესი მსოფლიო ჩემპიონი უნდა გამხდარიყო? დიახ, ვფიქრობ, ასე იყო“.

შეგახსენებთ, რომ ტიტულისკენ მიმავალ გზაზე არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ნიდერლანდები გახლდათ. „ალბისელესტე“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ ვაუტ ვეგჰორსტის გოლების წყალობით, ნიდერლანდელებმა თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს. საბოლოოდ, გამარჯვებულის ვინაობის გასარკვევად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც არგენტინამ მოიგო.

ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად 20 მატჩის ჩატარება მოასწრო. „ნარინჯისფრებმა“ 14 მოიგეს და 6 ფრედ დაასრულეს. მის მიერ გაწვრთნილი ნაკრები 2014 წლის მსგავსად პენალტების სერიაში ამჯერადაც არგენტინასთან დამარცხდა. იგი რონალდ კუმანმა ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მის შესაჩერებლად გეგმის შემუშავებაა საჭირო | ნინიაშვილი BBC Sports-ის რჩეულებში
მის შესაჩერებლად გეგმის შემუშავებაა საჭირო | ნინიაშვილი BBC Sports-ის რჩეულებში