ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, მარეკ ჰამშიკი
Aa
Aa

„ვინ მოიგებს სკუდეტოს? კვარას და ოსიმენს ყველაფერი აქვთ“ - ჰამშიკი ნაპოლიზე და სერია A-ზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მარეკ ჰამშიკმა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, იტალიურ Corriere dello Sport-თან ინტერვიუს დროს სერია A-ს მიმდინარე სეზონზე ისაუბრა და სავარაუდო ჩემპიონის შესახებ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება.

ასევე, სლოვაკმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ დიეგო მარადონას სტადიონზე გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარება სურს და ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს უკვე ესაუბრა.

რას ამბობს ჰამშიკი:

შინაგანად იტალიელი ვარ, რადგან ჩემი ცხოვრების 20 წელი ამ ქვეყანაში გავატარე. ნეაპოლელი ხალხი ძალიან შემიყვარდა და პირიქით, მათაც ვუყვარვარ. ნეაპოლში ხშირად ჩავდივარ, რადგან ამ ქალაქში მეგობრები მყავს და ასევე, გარკვეული გრძნობებიც მაკავშირებს.

გამოსამშვიდობებელი მატჩი? მარადონაზე ამის გაკეთება საოცარი იქნება. დე ლაურენტისს უკვე ვესაუბრე და მალე გავიგებთ, იქნება თუ არ შესაბამისი პირობები.

ვინ მოიგებს სკუდეტოს? ჩემპიონატის მესამე დღეს ამაზე პროგნოზს ვერ გავაკეთებ. შეიძლება სისულელეც ვთქვა, როგორც ეს შარშან სპალეტის „ნაპოლიმ“ დაგვანახა. მაგრამ ვიტყვი, რომ „ინტერმა“ კარგად დაიწყო და საკმაოდ ძლიერი გუნდია. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშეს, რის გამოც დიდი გამოცდილება და თანმიმდევრულობა შეიძინეს. მგონია, რომ ყველაზე მეტად ისინი შეეცდებიან „ნაპოლისთვის“ ტიტულის წართმევას. ასევე, არ დაგვავიწყდეს „მილანი“ და „იუვენტუსი“, მათი ღირებულებები ჩვენთვის ყოველთვის ცნობილი იყო და ისინი მუდამ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან. არ ჩამოვწერ „ნაპოლის“. გარსიას ჰყავს სიღრმისეული ადამიანები, ოსიმენი და კვარაცხელია, რომლებსაც ყველანაირი მახასიათებლები აქვთ. მათი პროექტი უკვე 10 წელია გრძელდება და შედეგი ახლა გამოიღო. ვნახოთ, დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო სეზონი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მარეკ ჰამშიკი „ნაპოლიში“ 2007 წლიდან 2019 წლის ბოლომდე თამაშობდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 520 მატჩში 121 გოლი გაიტანა და 103 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება „ნაპოლის“ ამჟამინდელ მდგომარეობას, რუდი გარსიას გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში 3 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-6 ადგილს იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 16 სექტემბერს, სტუმრად „ჯენოასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
EA Sports FC 24 | ხვიჩას და ნაპოლის ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია
EA Sports FC 24 | ხვიჩას და ნაპოლის ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია