ტონი კროოსი
Aa
Aa

კროოსი: სტატისტიკა უაზრობაა, პროცენტების გარეშეც ვიცი როგორ ვითამაშე

თანამედროვე ფეხბურთში სტატისტიკურად უკვე წლებია უამრავ რამეს ითვლიან და მსგავს დეტალებს სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა.

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი სტატისტიკური მაჩვენებლების მნიშვნელობას გადაჭარბებულად მიიჩნევს.

„მე არ ვარ სტატისტიკის მოყვარული. ძირითადად იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ძალიან ბევრს აზრი არ აქვს. რომ ვიცოდე კარგად ვითამაშე თუ არა, ამისათვის არ მჭირდება ჩემი წარმატებული პასების პროცენტული სახით დადასტურება.

იგივე ეხება სხვა მონაცემებსაც: ვინ რამდენჯერ აჩქარდა, ვინ რამდენს დარბოდა. ის, ვინც ბევრს დარბოდა, კარგი მატჩი უნდა ჰქონდეს და ა.შ.

მე ამას სხვანაირად ვხედავ: რაც მეტს დავრბივარ, მით უარესად ვთამაშობთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ უარესად ვიცავთ თავს, უკან ვიხევთ და ბურთს ნაკლებად ვაკონტროლებთ“,

- განაცხადა გერმანელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ტოპ დონეა, იტალიაში გრილიშსა და ანტონის არ გააღმერთებდნენ“ | Rai-ის კომენტატორი
„კვარა ტოპ დონეა, იტალიაში გრილიშსა და ანტონის არ გააღმერთებდნენ“ | Rai-ის კომენტატორი