ხვიჩა კვარაცხელია, ანტონი, ჯეკ გრილიში
Aa
Aa

„კვარა ტოპ დონეა, იტალიაში გრილიშსა და ანტონის არ გააღმერთებდნენ“ | Rai-ის კომენტატორი

იტალიური სატელევიზიო არხის, Rai-ის კომენტატორმა, ფრანჩესკო რეპიცემ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. რეპიცემ „კვარა“ შეაქო და განაცხადა, რომ ის ტოპ დონის მოთამაშეა.

„ხვიჩა კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელია. პრემიერ ლიგას ნებისმიერის დაყოლიება შეუძლია, მაგრამ პირადად ჩემთვის, იქაური ფეხბურთი უკიდურესად მოსაწყენია. ხალხი 90 წუთის განმავლობაში ბურთს უაზროდ დასდევს.

პრემიერ ლიგაში გრილიშსა და ანტონის აღმერთებენ, იტალიაში კი ეს ორი ფეხბურთელი მსგავს ვერაფერს მიიღებდა. კვარაცხელია არის მოთამაშე, რომელსაც მატჩების ბედის გადაწყვეტა შეუძლია და ხვიჩა ისტორიას თავად ქმნის“.

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ლაციოს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება და იტალიური პრესის ინფორმაციით, კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში პირველად გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს დუბლი და საგოლე პასი | ალ-ნასრმა ალ-შაბაბი გაანადგურა
რონალდუს დუბლი და საგოლე პასი | ალ-ნასრმა ალ-შაბაბი გაანადგურა