ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, დავიდ გიონი
Aa
Aa

„სწრაფი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს“ - საფრანგეთში ზურიკოზე ისაუბრეს

ცნობილი ფრანგული სპორტული ტელევიზიის, beIN Sports-ის ჟურნალისტმა და კომენტატორმა, კლემენ გრეზემ ამავე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში „ბორდოსა“ და საქართველოს ნაკრების შემტევის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი ახალი სეზონის დაწყების შემდეგ ნელ-ნელა ჩვეულ სათამაშო ფორმას იბრუნებს.

რას ამბობს გრეზე:

ბორდოს მთავარი მწვრთნელი, დევიდ გიონი ზურიკოზე ამბობს, რომ უფრო თანმიმდევრული უნდა გახდეს, ამის მაგალითად კი მან „აიაჩოსთან“ მატჩი მოიყვანა. მას ვერ დავეთანხმები, რადგან პირველი 45 წუთის განმავლობაში დავითაშვილი საკმაოდ აქტიური იყო. იმის მიუხედავად, რომ ამ შეხვედრაში მას ძირითადად მარცხნიდან უწევდა თამაში, ამ აქტიურობას მაინც ინარჩუნებდა, მეორე ნახევარში კი მოედანზე შექმნილი რამდენიმე უსიამოვნო სიტუაციის გამო ცოტა შეწუხებული ჩანდა. აშკარაა, რომ ახალ სეზონში, პირველი თამაშიდან ამ დრომდე ის აღმავლობას განიცდის.

ამავე ტელევიზიის ეთერში, კლემენ გრეზეს სტუმრად საფრანგეთში ცნობილი საფეხბურთო ექსპერტი, რობერტ მალმი ჰყავდა, რომელმაც ზურიკოს შესახებ საკუთარი აზრის დაფიქსირება ითხოვა.

რა თქვა მალმმა:

ზურიკომ უნდა იცოდეს, თუ როგორი საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ის ძალიან ნიჭიერია და ბევრი კარგი თვისება აქვს, სწორედ ამის გამო, თავისივე დრიბლინგებით უნდა აიძულოს მეტოქე, რომ შეცდომა დაუშვას. ვფიქრობ, გიონმა სწორედ ეს იგულისხმა, მას ნამდვილად სჭირდება უფრო მეტი თანმიმდევრულობა. თუმცა, ჯერ სეზონის სტარტია და მას კიდევ შეუძლია გაუმჯობესება. საკმარისი დრო აქვს, რათა ჟიონს დაუმტკიცოს, რომ მასზე ავანსები ტყუილად არ გაიცა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, „ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა 2-ში 4 შეხვედრა გამართა. ამ დროისთვის ზურიკო დავითაშვილის გუნდი სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წინადადებას მალე გაგზავნიან | უდინეზე საზონოვს უმიზნებს
წინადადებას მალე გაგზავნიან | უდინეზე საზონოვს უმიზნებს