მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმება დაინიშნა - მიქაუტაძე აიაქსში გადადის

გიორგი მიქაუტაძე კარიერას ამსტერდამის „აიაქსში“ გააგრძელებს. ფრანგული გამოცემა Le10sport-ის ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა ნიდერლანდულ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა, მისი ჯერ კიდევ ამჟამინდელი კლუბი „მეცი“ კი ამსტერდამელთა 20 მილიონ ევროიან შეთავაზებას დათანხმდა.

ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, მოჰამედ ტუბაშ-ტერი სოციალურ ქსელ ტვიტერზე წერს, რომ გიორგი მიქაუტაძე უკვე გაემგზავრა ნიდერლანდების დედაქალაქში, რათა „აიაქსთან“ კონტრაქტი გააფორმოს, მანამდე კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომელიც მისივე თქმით, ხვალ არის დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის გადაბირებით „აიაქსის“ გარდა „რენი“, „ლიონი“, „ლაციო“, „შეფილდი“ და „ვესტ ჰემიც“ ინტერესდებოდნენ, თუმცა ქართველმა შემტევმა ამსტერდამელთა წინადადება აირჩია.

მიმდინარე სეზონში, 22 წლის ფეხბურთელმა „მეცის“ მაისურით ლიგა 1-ში 3 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
28 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
28 აგვისტოს სატრანსფერო ზონა