მსოფლიო ჩემპიონატი | გერმანიამ იაპონია გაანადგურა, ლიეტუვამ - ეგვიპტე
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი | გერმანიამ იაპონია გაანადგურა, ლიეტუვამ - ეგვიპტე

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი გახურდა და პარკეტზე ტურნირის კიდევ ორი ფავორიტი ვიხილეთ. გერმანია ერთ-ერთ მასპინძელს, იაპონიას დაუპირისპირდა, ხოლო ლიეტუვამ ძალები ეგვიპტესთან მოსინჯა.

გერმანიამ შესანიშნავად იასპარეზა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. დენის შრიოდერმა და კომპანიამ საქმე პირველ ნახევარში მოამთავრეს და შესვენებაზე 22-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, საბოლოოდ კი 81:63 იმარჯვეს. გერმანელთა რიგებში, ყველაზე მეტი, 25 ქულა მორიც ვაგნერმა ჩააგდო, დენის შრიოდერს 14 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა, დანიელ ტაისს - 13 ქულა. იაპონელთა მხრიდან 20 ქულით იუტა ვატანაბე გამოირჩა, იუდაი ბაბას ანგარიშზე 15 ქულა იყო.

დამაჯერებლად დაიწყო ლიეტუვამაც, მაგრამ გერმანიისგან განსხვავებით, მათ მარტივი მეტოქე ჰყავდათ. ბალტიისპირელები ეგვიპტეს დაუპირისპირდნენ და 93:67 მოიგეს. ლიეტუვამ ტრადიციულად გუნდური კალათბურთო აჩვენა და 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ სამმა კალათბურთელმა გადალახა. იონას ვალანჩუნასს 15 ქულა, 10 მოხსნა და 1 ასისტი ჰქონდა. მარგირის ნორმანტასმა 18 ქულა გაიფორმა, ხოლო ელმანტას ბენძიუსის ანგარიშზე 10 ქულა იყო.

ცნობისთვის, ხვალ ტურნირის პირველ შეხვედრებს გამართავენ აშშ, ესპანეთი, სლოვენია და საბერძნეთი. ხვლაინდელი დღე საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და პირველ შეხვედრაში კაბო ვერდეს დავუპირისპირდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქ ყოფნით ბედნიერია“ - გონსალო პინედა ლობჟანიძეზე
„აქ ყოფნით ბედნიერია“ - გონსალო პინედა ლობჟანიძეზე