ლუის რუბიალესი
Aa
Aa

„შევცდი, მაგრამ ამის გამო გადადგომას არ ვაპირებ“ - რუბიალესი უკან არ იხევს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

როგორც მოგეხსენებათ, რუბიალესმა ქალთა მუნდიალის ფინალის შემდგომი დაჯილდოებისას ჯენიფერ ჰერმოსოს საჯაროდ ტუჩებში აკოცა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„დროა რაღაც ვთქვა. შეცდომა დავუშვი და ჩემი ჟესტი არასწორ დროს გაკეთდა, მაგრამ ამის გამო გადადგომას არ ვაპირებ.

არ ვაპირებ პენსიაზე გასვლას. არ ვაპირებ თანამდებობის დატოვებას. ამის გაკეთებას არ ვაპირებ. რა ჩავიდინე? პატარა კოცნა საკმარისია, რომ მე მომაშორონ? არა! ბოლომდე ვიბრძოლებ“,

- განაცხადა RFEF-ის ხელმძღვანელმა.

როგორც მოგეხსენებათ, FIFA-მ რუბიალესის წინააღმდეგ წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო.

იყო მოლოდინი, რომ რუბიალესი დღეს გადადომის შესახებ განცხადებას გააკეთებდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალთა ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ესპანელებმა ფინალში ინგლისს 1:0 მოუგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლისთან დაახლოებული ჟურნალისტი კვარას კონტრაქტზე: „პრობლემები არ არსებობს“
ნაპოლისთან დაახლოებული ჟურნალისტი კვარას კონტრაქტზე: „პრობლემები არ არსებობს“