მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო: ავსტრალიისა და იტალიის დამაჯერებელი გამარჯვებები
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო: ავსტრალიისა და იტალიის დამაჯერებელი გამარჯვებები

იაპონიის ქალაქ ოკინავაში მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატმა სტარტი აიღო. პირველი შეხვედრა ფინეთსა და ავსტრალიას შორის შედგა, რომელიც ავსტრალიელთა გამარჯვებით 98:72 დასრულდა.

ფინეთმა შეხვედრაში მხოლოდ პირველი მეოთხედის მოგება (21:17) შეძლო, რის შემდეგად ავსტრალიელებმა თამაშს მოუმატეს და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.

ავსტრალიელთა შორის ყველაზე შედეგიანი როგორც მოსალოდნელი იყო პატი მილსი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 8 მოხსნა და 2 გადაცემა გაიფორმა. ჯოშ გაიდის 14 ქულა, 9 მოხსნა და 8 გადაცემა ჰქონდა.

ფინელთა მხრიდან ლაური მარკანენი გამოირჩა, რომელმაც 19 ქულა, 8 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა.

E ჯგუფში მათ გარდა იაპონია და გერმანიაც იმყოფება.

ფინეთი ავსტრალიის მატჩიდან მალევე კიდევ ერთი შეხვედრა დასრულდა. A ჯგუფში იტალიამ ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ანგოლას დამაჯერებლად გუნდური კალათბურთით 81:67 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას ხვალ 12:00 საათზე კაბო-ვერდეს ნაკრებთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ მატჩებში თავს ფავორიტებად იგრძნობენ“ - FIBA საქართველოს ნაკრებზე
„ამ მატჩებში თავს ფავორიტებად იგრძნობენ“ - FIBA საქართველოს ნაკრებზე