რეალი, ტონი კროოსი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

კროოსი: “ბელინგემის მიმართ წარმოუდგენელი გრძნობა მაქვს“

ჯუდ ბელინგემი მადრიდის „რეალს“ ბრწყინვალედ მოერგო. ინგლისელმა ნახევარმცველმა ლა ლიგის საწყის ორ ტურში სამი გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამასთან დაკავშირებით, „სამეფო კლუბის“ ლეგენდამ ტონი კროოსმა ისაუბრა.

კროოსი:

„ასეთ მოკლე დროში საოცრად კარგად არის ინტეგრირებული. მისი საოცარი მონაცემები წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში გამოჩნდა. მის მიმართ წარმოუდგენელი გრძნობა მაქვს. ჯუდი თავის ასაკთან შედარებით ბევრად მომწიფებულია. ეს მხოლოდ გონებრივად მომწიფებას არ ეხება. შეხედეთ როგორ თამაშობს ფეხბურთს.

ბელინგემი უკვე ძალიან შორს არის. თავის ქმედებებში ყოველთვის მკაფიოა. მისი ასაკის ფეხბურთელები ბევრ შეცდომებს უშვებენ, მაგრამ ჯუდის შემთხვევაში ასე არ არის. ჯერჯერობით უნდა ვთქვა, რომ ის გუნდს ბრწყინვალედ მოერგო და 20 წლის ასაკში დიდებული ფეხბურთით გვამდიდრებს.“

შეგახსენებთ, რომ ბელინგემი კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „რეალში“ ტრანსფერის შემდეგ, სადებიუტო ორ მატჩში ზედიზედ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპირიტუ სანტუ: “ბენზემა ჩემს სათამაშო სტილში არ ჯდება“
ესპირიტუ სანტუ: “ბენზემა ჩემს სათამაშო სტილში არ ჯდება“