მანუელ ნოიერი
Aa
Aa

როდის დაბრუნდება ნოიერი | ბაიერნი მეკარეს მაინც ყიდულობს

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი, მანუელ ნოიერი გუნდს მალე დაუბრუნდება. იწერებოდა, რომ იყო შანსი, გერმანელ მეკარეს 2024 წლამდე ვერ ეთამაშა, მაგრამ გავლენიანი გამოცემა, Kicker-ი „რეკორდმაისტერის“ ქომაგთათვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ბოლო პერიოდში, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა და მიუნხენელები ვარაუდობენ, რომ ნოიერი თამაშის უფლებას სექტემბრის შუა რიცხვებში ან სექტემბრის ბოლოსკენ მიიღებს. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მანუელს 2024 წლამდე ლოდინი არ მოუწევს.

ნოიერის დაბრუნების მიუხედავად, „ბაიერნი“ მეკარეს მაინც ყიდულობს. „რეკორდმაისტერი“ თელ ავივის „მაკაბისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს და დანიელ პერეცის გადაბირება სურს. მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს და ორივე კლუბი, გარიგების დახურვის საკითხს, ოპტიმისტურად უყურებს. მათ საუკეთესო გამოსავალი იპოვეს და შესაძლოა, ტრანსფერი უახლოეს საათებში გაიჩარხოს.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნს“ „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილსაც უკავშირებდნენ. „ღამურებმა“ მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო მოითხოვეს და გერმანული გრანდი გიორგისთვის ბრძოლას სწორედ ამიტომ ჩამოშორდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლაპარაკი განაგრძე, მინდება, სახეში უფრო მაგრად მოგარტყა“ | ვოლკმა ილიას მიმართა
„ლაპარაკი განაგრძე, მინდება, სახეში უფრო მაგრად მოგარტყა“ | ვოლკმა ილიას მიმართა