ლივერპული, პსჟ, კილიან მბაპე, მარსელ დესაი
Aa
Aa

დესაი: “მბაპე ლივერპულში უნდა წავიდეს, მათ ერთმანეთი სჭირდებათ“

ჯერჯერობით მაინც არ არის გადაწყვეტილი კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენში“ დარჩება, თუ სხვაგან გადავა. ფრანგ სუპერვარსკვლავს „რეალს“ უკავშირებენ, თუმცა მის გარშემო „ლივერპულის“ სახელმაც არაერთხელ გაიჟღერა.

მაგალითად, ლეგენდარული ყოფილი მცველი მარსელ დესაი თვლის, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მერსისაიდულ გრანდში უნდა გადაბარგდეს.

რა თქვა დესაიმ?

„ვფიქრობ, მბაპესთვის „ლივერპული“ შესანიშნავი ვარიანტია, მაგრამ, როდესაც საუბრობენ, რომ კილიანი სადმე 1 წლით უნდა გადავიდეს ეს არ მომწონს. თუ ის იურგენ კლოპთან წავა, რამდენიმე წლით უნდა წავიდეს.

ერთადერთი, რაც „ლივერპულის“ არ მომწონს არის ის, რომ საკუთარ ფეხბურთელებს ვერ ინარჩუნებს. მაგალითად გაყიდეს მანე და მისი სრულფასოვანი შემცვლელი ვერ მოიყვანეს. სწორედ ამის გამო, ნელ-ნელა გუნდმა დაღმასვლა დაიწყო და მბაპეს ყიდვით კვლავ მწვერვალზე დადგება.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ კილიან მბაპე გუნდის განაცხადში შეიყვანა და მას „ტულუზასთან“ თამაშის შესაძლებლობა ექნება. ჯერჯერობით კვლავ არ არის ცნობილი გაახანგრძლივებს, თუ არა კილიანი კონტრაქტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სამი ფავორიტი მყავს“ - ბუფონი სკუდეტოს მოგების შანსებზე
“სამი ფავორიტი მყავს“ - ბუფონი სკუდეტოს მოგების შანსებზე