ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო
Aa
Aa

„ისეთი მაგარია, ცოტა ვბრაზდები კიდეც“ - კასანო ხვიჩათი აღფრთოვანებულია

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ სიმპათიებს არასდროს მალავდა, ქართველი ფეხბურთელის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისით აღფრთოვანებულია.

რას ამბობს კასანო:

მისგან გასაკვირი უკვე აღარაფერია. შეიძლება პირველ თამაშებში ყოფილიყო, მაგრამ ახლა, რასაც 22 წლის ასაკში აკეთებს, შთამბეჭდავია. ჩვენ ქართველ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელიც სხვა ჩემპიონატიდან მოვიდა და არავინ იცნობდა. მეც, მის შესახებ ძალიან ცოტა ვიცოდი, ფაქტობრივად, არაფერი. მას წარმოუდგენელი უწყვეტობა აქვს. შეუძლია ერთი გოლის გატანა, ან საგოლე გადაცემის შესრულება თითქმის ყველა მატჩში. ეს ცოტა მაბრაზებს კიდეც.

ის მართლაც შთამბეჭდავად თამაშობს. ყველა ასპექტში ძლიერია, მოკლე და ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაშიც. აქვს დიდი ფიზიკური ძალა, განსაკუთრებით ფეხებში. ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს და გააქვს გოლები. „ნაპოლის“ მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, თუ ასე გააგრძელებს, ლურჯებს მალე დატოვებს. მას ნებისმიერ მსოფლიო დონის გუნდში შეუძლია თამაში, რადგან სწორედ მათი დონის მოთამაშეა. ცალი ფეხით იმაზე კარგად ითამაშებს, ვიდრე გრილიში „სიტიში“. კვარაცხელია უფრო კრეატიულია, უფრო დიდი პიროვნებაა და უფრო მაღალი ხარისხი აქვს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს ახალ სეზონს 19 აგვისტოს დაიწყებს. პირველ ტურში ხვიჩას გუნდის მეტოქე „ფროზინონე“ იქნება, რომელშიც კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე ირიცხება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუდი გარსია: „კვარას ბევრი რამის გაუმჯობესება შეუძლია. დი ლორენცო ნამდვილი ლიდერია“
რუდი გარსია: „კვარას ბევრი რამის გაუმჯობესება შეუძლია. დი ლორენცო ნამდვილი ლიდერია“