ნეიმარი
Aa
Aa

ყველაფერი შეთანხმებულია | ნეიმარი პარი სენ-ჟერმენს ტოვებს

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენს“ ტოვებს. ავტორიტეტული გამოცემებისა და ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

Sky Sports-ი, L’Equipe-ი და სხვა გავლენიანი გამოცემები იუწყებიან, რომ ნეიმარი „ალ-ჰილალში“ გადადის. მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, დოკუმენტები გაფორმებულია და „ნეი“, რომელიც საუდის არაბეთში ამ კვირას გაემგზავრება, 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, „პარი სენ-ჟერმენი“ კი მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს მიიღებს. აღნიშნულ თანხას კლუბი ტრანსფერების გასაჩარხად გამოიყენებს და რამდენიმე სამიზნეც ჰყავს შერჩეული.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი 2017 წლის ზაფხულში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ბარსელონადან“ პსჟ-ში გადავიდა, თუმცა პარიზულმა კლუბმა მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, პსჟ ფინალში მხოლოდ 2019-20 წლების სეზონში გავიდა, მაგრამ ფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდა. ნეიმარმა პსჟ-ში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 173 მატჩი ჩაატარა, 118 გოლი შეაგდო და 77 საგოლე პასი შეასრულა. საფრანგეთის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები