ნეიმარი
Aa
Aa

კონტრაქტი შეთანხმებულია | ნეიმარის ბარსაში დაბრუნება რეალური ხდება

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავის, ნეიმარის წასვლის საკითხი დროის ამბავია. ბრაზილიელი ფეხბურთელისა და კლუბის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ, რათა საერთო ენა მაქსიმალურად სწრაფად გამონახონ და საუკეთესო გამოსავალი იპოვონ.

ნეიმარის საკუთარ რიგებში ხილვა რამდენიმე კლუბს სურს და ერთ-ერთი „ბარსელონაა“. El Chiringuito-ს ინფორმაციით, „ბლაუგრანა“ მიზანთან ახლოსაა და „ნეისთან“ კონტრაქტი უკვე შეათანხმა. ბრაზილიელი კლუბთან ხელშეკრულებას 2+1 სისტემით გააფორმებს და ხელფასის სახით, ყოველწლიურად 13 მილიონ ევროს მიიღებს.

„ბარსელონასთან“ შეთანხმების შემდეგ, ჯერი „პარი სენ-ჟერმენზეა“. ნეიმარის „ბარსაში“ დაბრუნებისთვის საჭიროა, ფეხბურთელმა და კლუბმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტონ, „ბლაუგრანას“ კი, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენიმე მოთამაშის გაშვება ესაჭიროება, რათა „ნეი“ დაარეგისტრიროს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფრანგულმა L’Equipe-მა დაწერა, რომ ნეიმარმა პსჟ-ის ხელმძღვანელებს „ბარსელონაში“ გაშვება მოსთხოვა. ბრაზილიელი ფეხბურთელი პარიზელი გულშემატკივრების დამოკიდებულებით უკმაყოფილოა და საფრანგეთის ჩემპიონატში დარჩენის სურვილი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი გადაწყვეტილია - ჰარი კეინი ბაიერნში ითამაშებს
ყველაფერი გადაწყვეტილია - ჰარი კეინი ბაიერნში ითამაშებს