მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ლასლო ბოლონი
Aa
Aa

„შვილივით მიყვარს“ - მეცის მწვრთნელმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ფრანგულ მედიასთან გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. როგორც რუმინელი სპეციალისტი აღნიშნავს, გიორგი შვილივით უყვარს.

„მიქაუტაძის საკითხი რთულია. გიორგი შვილივით მიყვარს და ეს ჩემთვის ნამდვილად ჯილდოა, მან ეს იცის. მე ვიცი რომ გიორგი გულწრფელია, არ მომატყუებს“.

მიმდინარე ზაფხულში გიორგი მიქაუტაძე არაერთ კლუბს დაუკავშირეს, თუმცა დიდი ალბათობით „მეცში“ დარჩება.

ახლახან, Eurosport-მა ახალგაზრდა ფეხბურთელებზეც დაწერა, რომლებსაც თვალი უნდა ვადევნოთ და გამოცემის რჩეულთა შორის „მეცის“ ქართველი შემტევი მოხვდა.

„ყურადღება მიაქციეთ გიორგი მიქაუტაძეს, ვისმა ბრწყინვალე სეზონმაც მეცს ლიგა 1-ში დაბრუნების საშუალება მისცა. მიქაუტაძე, საჭიროებიდან გამომდინარე, ცენტრფორვარდის ან მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. მას მეტსახელად „ახალი კვარა“ შეარქვეს, რაც ალბათ, შეუფერებელია, მაგრამ მის პროგრესს აუცილებლად უნდა დააკვირდეთ“ - წერს Eurosport-ი. 

მსგავსი სიახლეები