ლიონი, საბა საზონოვი
Aa
Aa

ფრანგი ჟურნალისტი: ლიონში საზონოვის ტრანსფერი გაჩერებულია

ფრანგი ჟურნალისტის, უგო გილემეს ინფორმაციით, „ლიონს“ მოსკოვის „დინამოსთვის“ საბა საზონოვის სანაცვლოდ 3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ტრანსფერის განხორციელების შემდეგ „ლიონი“ ბელგიურ „მოლენბეკში“ გაანათხოვრებს, თუმცა ამ ეტაპზე ტრანსფერი გაჩერებულია, რადგან „ლიონს“ ფინანსური დარღვევები უფიქსირდება.

„ლიონს“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას დასახარჯად კიდევ 9 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი, აღნიშნული 9 მილიონიდან 3 მილიონი საბა საზონოვის ტრანსფერისთვისაა განკუთვნილი.

შეგახსენებთ, L’Equipe-ის ინფორმაციით, საზონოვის ტრანსფერთან მიმართებით ერთი დაბრკოლება არსებობს. საქმე ისაა, რომ ტექსტორის მიერ წარდგენილ ბიუჯეტში ფინანსური დარღვევები იქნა აღმოჩენილი და ფრანგული ფეხბურთის ფინანსების მეთვალყურე ორგანიზაციამ, DNCG-იმ გადაწყვიტა, კლუბის ტრანსფერები და სახელფასო ბიუჯეტი გააკონტროლოს. როგორც ირკვევა, გარიგების დახურვამდე, „ლიონმა“ ტრანსფერის დეტალების შესახებ ინფორმაცია ზემოთ ხსენებულ DNCG-ს უნდა გადაუგზავნოს და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, საბას გაფორმება შეეძლება.

L’Equipe-ის ინფორმაციით, „ლიონი“ საბა საზონოვს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა, მხარეები 5-წლიან თანამშრომლობას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები