ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ენრიკო ფედელე
Aa
Aa

ფედელე: „ოსიმენი გადამწყვეტია, მასთან ერთად ნაპოლი კონკურენტუნარიანი გუნდია“

„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ენრიკო ფედელემ „ნაპოლის“ თავდამსხმელზე, ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა. ფედელეს თქმით, ნიგერელი „პარტენოპეის“ გადამწყვეტი მოთამაშეა და ნეაპოლელებმა მასთან კონტრაქტი აუცილებლად უნდა გაახანგრძლივონ.

„გავახანგრძლივებ თუ არა ოსიმენთან კონტრაქტს? ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ვიცი, აურელიო დე ლაურენტისს მოლაპარაკებებისას დანებება არ უყვარს, მაგრამ ვიქტორის აგენტს აუცილებლად უნდა მოუსმინოს. სწორი იქნება, დე ლაურენტისი ოსიმენსა და რობერტო კალენდას შეხვდეს და შესთავაზოს ის, რასაც ვიქტორი ითხოვს. ფეხბურთი კინო არაა და მნიშვნელოვანია, მოუსმინო ადამიანებს, რომლებიც ფეხბურთელებს იცნობებნ და გასახდელში ვითარების გაკონტროლება შეუძლიათ.

ოსიმენის ხელფასი ნაპოლის გასახდელში არეულობას არ შექმნის, რადგან ფეხბურთელებმა იციან, გადამწყვეტი მოთამაშე ვინაა და ვისი წყალობით იგებს გუნდი თამაშებს. ნაპოლიში უამრავ ფეხბურთელს უასპარეზია. გვინახავს, კიმისა და კვარაცხელიას მსგავსი მაღალი დონის მოთამაშეები და იმედგამაცრუებელი ფეხბურთელებიც, ოსიმენისნაირი თავდამსხმელის პოვნა კი რთულია. ტრანსფერების შემდეგ (ზელინსკის კაიუსტეთი, კიმის კი ნათანით ჩანაცვლება), დარჩება თუ არა ნაპოლი სკუდეტოს ფავორიტი? რა თქმა უნდა! რადგან ოსიმენი გადამწყვეტი ფეხბურთელია და მისი შენარჩუნება ნაპოლის კონკურენტუნარიან გუნდად დატოვებს“.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენის საკუთარ რიგებში ხილვა „ალ-ჰილალს“ სურს, რომელიც მზადაა, ნიგერიელს ხელფასის სახით, ყოველწლიურად, 50 მილიონი ევრო შესთავაზოს, მის სანაცვლოდ კი 200 მილიონი გადაიხადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Le Parisien: მბაპემ პსჟ-ში დარჩენა გადაწყვიტა
Le Parisien: მბაპემ პსჟ-ში დარჩენა გადაწყვიტა