ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარი პარი სენ-ჟერმენს ტოვებს | მხარეები საუკეთესო გამოსავალს ეძებენ

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენს“ ტოვებს. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, თანამშრომლობის შეწყვეტით ორივე მხარეა დაინტერესებული და ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს რამდენიმე წინადადება აქვს.

რომანოს მიხედვით, კლუბისა და ნეიმარის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ, რათა საუკეთესო გამოსავალი, რომლის შემდეგაც თანამშრომლობა ზაფხულში შეწყდება, რაც შეიძლება, სწრაფად იპოვონ. ბრაზილიელს შეთავაზებები „ალ-ჰილალიდან“ და MLS-იდან აქვს.

ნეიმარს „ბარსელონასაც“ უკავშირებდნენ და რომანოს ცნობით, „ბლაუგრანამ“ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა მისი გადაბირება სცადოს. „ბარსას“ ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ თუ პსჟ-მა და ნეიმარმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს, შესაძლოა, ტრანსფერის შანსი გაუჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფრანგულმა L’Equipe-მა დაწერა, რომ ნეიმარმა პსჟ-ის ხელმძღვანელებს „ბარსელონაში“ გაშვება მოსთხოვა. ბრაზილიელი ფეხბურთელი პარიზელი გულშემატკივრების დამოკიდებულებით უკმაყოფილოა და საფრანგეთის ჩემპიონატში დარჩენის სურვილი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტიბო კურტუას შემცვლელს ეძებენ | რეალი მამარდაშვილის კანდიდატურას განიხილავს
ტიბო კურტუას შემცვლელს ეძებენ | რეალი მამარდაშვილის კანდიდატურას განიხილავს