მადრიდის რეალი, კილიან მბაპე, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

Le Parisien: მბაპემ პსჟ-ში დარჩენა გადაწყვიტა

კილიან მბაპეს საგა დასასრულს უახლოვდება. ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა Le Parisien ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი გუნდიდან წასვლას აღარ აპირებს. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ნასერ ალ ხელაიფის განუცხადა, რომ „პარი სენ ჟერმენში“ სურს დარჩენა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რას გადაწყვეტს გუნდის პრეზიდენტი, რადგან ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული გაახანგრძლივებს, თუ არა კონტრაქტს მბაპე.

ნასერ ალ ხელაიფის საკუთარი ვარსკვლავის უსასყიდლოდ გუნდიდან გაშვება არ სურს. შეგახსენებთ, რომ კილიანს 2024 წლის ივნისში კონტრაქტი ეწურება და ნებისმიერ გუნდში უფასოდ შეუძლია გადასვლა.

შეგახსენებთ, მადრიდის „რეალი“ თანახმაა, რომ მბაპე 1 წლით ნებისმიერ გუნდში გადავიდეს და 2024 წლის ზაფხულში უფასოდ დაიმატოს. მიდიოდა საუბარი, რომ „ალ ჰილალი“ პსჟ-ს 200 მილიონ ევროს გადაუხდიდა და 1 წელიწადში „სამეფო კლუბში“ გადავიდა, მაგრამ 24 წლის თავდამსხმელმა საუდის არაბეთში გადასვლა არ ისურვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალ ჰილალის წინადადებით მანიპულირებს - ოსიმენის ქცევა ნაპოლიში არ მოსწონთ
ალ ჰილალის წინადადებით მანიპულირებს - ოსიმენის ქცევა ნაპოლიში არ მოსწონთ