კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, დინამო თბილისი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილთან ერთად შახტარში კიდევ ერთი ქართველი ტალანტი ითამაშებს

CrystalSport-ის ინფორმაციით, უახლოეს კვირებში შახტარი კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელით, ლუკა ლაცაბიძით გაძლიერდება.

ამპლუით მცველი დინამო 2-ის ფეხბურთელია და მიმდინარე, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონში, მთავარ გუნდთან ერთად, ერთ შეხვედრაშიც გამოჩნდა. მიმდინარე სეზონში, ლუკამ, დინამო 2-თან ერთად, ლიგა 2-ში, 16 შეხვედრა ჩაატარა.

CrystalSport-ის ინფორმაციით, ლუკა როტერდამში ივლისის შუა რიცხვებში იმყოფებოდა, შახტარში სინჯები გაიარა და მოწონება დაიმსახურა.

1,90 სმ სიმაღლის ცენტრალური მცველი 2004 წლის 18 მარტს, ხაშურში დაიბადა. უთამაშია საქართველოს 17-წლამდე, 18-წლამდე და 19-წლამდე ნაკრებებში. 

ფეხბურთელის სააგენტო Bene Sport-ია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეით ჩაქირი უხელმძღვანელებს
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეით ჩაქირი უხელმძღვანელებს