კილიან მბაპე
Aa
Aa

კიდევ ერთი უარი | მბაპე პარი სენ-ჟერმენთან კონტაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი კიდევ ერთხელ უთხრა. ამ ინფორმაციას ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს და დეტალების შესახებ წერს.

რომანოს ცნობით, ფრანგულმა გრანდმა კილიანს წინადადებით გუშინ მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. 24 წლის სუპერვარსკვლავი პოზიციის შეცვლას არ აპირებს და მისი მიზანია, „პარკ დე პრენსი“ მომდევნო სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

როგორც ირკვევა, მბაპე „პარი სენ-ჟერმენის“ პოზიციით უკმაყოფილოა და მის გარშემო შექმნილი ვითარება არ მოსწონს. იგი თვლის, რომ ვალდებული არაა, კლუბს ხელი გაუწოდოს და ამ ზაფხულს, სხვაგან გადასვლით, ფინანსურად დაეხმაროს.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს გადაბირების ყველაზე კარგი შანსი მადრიდის „რეალს“ აქვს. ფრანგულ პრესაში წერენ, რომ კილიანს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადასვლა უნდა, „პარკ დე პრენსზე“ კი თვლიან, რომ მას „ბლანკოსთან“ წინასწარი შეთანხმებაც დადებული აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ITF: ბოლქვაძე ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა და მური დაამარცხა
ITF: ბოლქვაძე ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა და მური დაამარცხა