გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ტოპ 90 ფეხბურთელი ლიგა 1-ში | რომელ ადგილზეა მიქაუტაძე

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2023/24 წლების სეზონის დაწყებამდე, ცნობილმა გამოცემამ 90 Min-მა უმაღლესი დივიზიონის ტოპ 90 მოთამაშე დაასახელა. ქართველი ქომაგებისთვის საინტერესო ისაა, რომ 90 Min-ის რჩეულთა შორის ლიგა 1-ში ახლად აღზევებული „მეცის“ თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძეც მოხვდა, რომელიც 90-ე პოზიციას იკავებს.

„გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ს სრულფასოვნად მომდევნო სეზონში აღმოაჩენს და იგი მეცთან ერთად, სრულიად ახალ განზომილებაში გადადის. ლიონში დაბადებულმა ფეხბურთელმა ლიგა 2-ის გასულ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა და საოცარი სტატისტიკა ჰქონდა - 23 გოლი, 8 შედეგიანი გადაცემა. წარმატებული სეზონი მიქაუტაძეს საინტერესო ფეხბურთელად აქცევს, მაგრამ ელიტარულ დონესთან ადაპტაციის გასავლელად დრო დასჭირდება“, - წერს გამოცემა.

90 Min-ი საუკეთესო ფეხბურთელებს ეტაპობრივად ასახელებს და მალე იმ მოთამაშის ვინაობასაც გავიგებთ, რომელიც პირველ ადგილზე გაამწესეს. ამ ეტაპისთვის, 70-ე ადგილიდან, 90-მდე მყოფი ფეხბურთელებია დასახელებული.

ცნობისთვის, მიქაუტაძის გუნდი ლიგა 1-ის პირველ ტურში სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდება. მატჩი 13 აგვისტოს, თბილისის დროით, 19:05-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრანსფერი ლიონში? ყველაფერს მალე ვნახავთ“ - დინამოს მწვრთნელი საზონოვზე
„ტრანსფერი ლიონში? ყველაფერს მალე ვნახავთ“ - დინამოს მწვრთნელი საზონოვზე