ანდრეს ინიესტა
Aa
Aa

უარი ინტერ მაიამის - ინიესტა ემირატებში მიდის

როგორც მოგეხსენებათ, ანდრეს ინიესტამ „ვისელ კობი“ დატოვა. მისი გადაბირება დევიდ ბექჰემს სურდა. ლეგენდარულმა ინგლისელმა „ინტერ მაიამიში“ სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა და ლიონელ მესი მიიყვანა.

როგორც ჩანს, ბექჰემმა ანდრესი ვერ დაიყოლია. Nogomania.Rs-ის ცნობით, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი კარიერას საფეხბურთო კლუბ „ემირატებში“ გააგრძელებს, რომელიც, რა თქმა უნდა, არაბეთის გაერთიანებული საამიროების წევრია.

გასულ სეზონში, „ემირატებმა“ ელიტურ დივიზიონში მოხვედრა გაინაღდა და ახლა ლეგენდარული ესპანელის გადაბირებას აპირებს.

წყაროს ცნობით, „ემირატები“ ანდრეს ინიესტას 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ. მისი ანაზღაურება ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ, როგორც გამოცემა წერს, საუბარი საკმაოდ დიდ თანხაზეა.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ესპანელი ბოლო 5 წლის განმავლობაში „ვისელ კობში“ თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ანდრესმა იაპონური გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 134-ჯერ მოირგო, 26 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები