ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენი დაიყოლიეს | ვიქტორმა არაბულ კლუბს თანხმობა მისცა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ შესაძლოა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ ოსიმენის გარეშე დარჩეს. ნიგერიელი ფეხბურთელის შესაძენად „ალ-ჰილალი“ იბრძვის და უცხოურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

ოსიმენთან დაახლოებული ნიგერიელი გამოცემები წერენ, რომ ვიქტორმა არაბულ კლუბს თანხმობა განუცხადა და მზადაა, „პარტენოპეი“ დატოვოს. „ალ-ჰილალმა“ ოსიმენი დაიყოლია წინადადებით, რომლის მიხედვითაც, ყოველწლიურად, მისი ხელფასი 40 მილიონი ევრო იქნება.

„ნაპოლისთვის დიდი პრობლემა ისაა, რომ არაბებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის 200 მილიონი ევროს ოდენობის წინადადება, რასაც პარტენოპეი ოსიმენის სანაცვლოდ ითხოვს. ეს თანხა კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ვიქტორის გაყიდვას გადააწყვეტინებს. მიღებული ფულით დე ლაურენტისს შესაძლებლობა ექნება, შესანიშნავი ცენტრფორვარდი იყიდოს და ნახევარი გუნდი ხელახლა ააშენოს“, - წერს ცნობილი იტალიური გამოცემა, Sport Mediaset.

ოსიმენი „ნაპოლის“ ერთადერთი ფეხბურთელი არაა, ვისი გადაბირებაც არაბულ კლუბებს სურთ. Be In Sports-ის ინფორმაციით, პიოტრ ზელინსკი „ალ-აჰლის“ უახლოვდება და დიდი შანსია, ტრანსფერი უახლოეს დღეებში დაიხუროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი გოლი, მაგარი ჯარიმა | მესის მორიგი ბრწყინვალე მატჩი ინტერ მაიამიში
ორი გოლი, მაგარი ჯარიმა | მესის მორიგი ბრწყინვალე მატჩი ინტერ მაიამიში