ლუკა გაგნიძე
Aa
Aa

„საქართველოს ნაკრები მზადაა, მსოფლიოს თავი გააცნოს“- ლუკა გაგნიძე

მოსკოვის „დინამოს“ ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა გაგნიძემ РБ Спорт-ს ინტერვიუ მისცა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა. გაგნიძის თქმით, ქართული ფეხბურთი ახალგაზრდებისთვის უფრო გახსნილი გახდა და „ჯვაროსნების“ ამჟამინდელ შემადგენლობას შეუძლია, საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწიოს.

„ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ბევრი მოთამაშე გვყავს. საქართველოში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომლებსაც თამაშისა და განვითარების საშუალებას აძლევენ. ჩემი აზრით, ახლა ქართული ფეხბურთი ახალგაზრდებისთვის უფრო გახსნილია.

შეძლებს, საქართველოს ეს ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე წარმატების მიღწევას? სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი იმედები გვაქვს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილზე ვართ და პირველი პოზიციის დაკავებაც შეგვიძლია. ამისთვის ვიბრძვით და ვიცით, რომ მეტოქეებს ჩვენთან გაუჭირდებათ. ასევე, მეორე შანსიც გვაქვს და შეგვიძლია, ევროპაზე ერთა ლიგის პლეიოფიდან გავიდეთ. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენი ნაკრები მზადაა, საკუთარი თავი მთელ მსოფლიოს გააცნოს“.

შეგახსენებთ, რომ ლუკას მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები