გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

როგორია ვალენსიას გეგმა ა | რას წერს AS-ი მამარდაშვილის მომავალზე

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალზე დაწერა. „მამარდას“ რამდენიმე გრანდს უკავშირებენ, მაგრამ AS-ის მიხედვით, დიდი შანსია, გიორგი „მესტალიაზე“ დარჩეს.

„ახლა, მთელი ყურადღება გიორგი მამარდაშვილისკენაა მიპყრობილი, რადგან ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, რომელთა გაყიდვაც ვალენსიას ფინანსურ საკითხებს დააბალანსებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი მეკარე ღამურების გეგმების ნაწილი არაა და ეს სამი მიზეზითაა განპირობებული.

პირველი და უმთავრესი ისაა, რომ ვალენსიას გიორგის თაობაზე არც ერთი წინადადება არ მიუღია. მეორე პრობლემა მისი გაყიდვის შემთხვევაში გაჩენილი სიცარიელის შევსებას უკავშირდება და ღამურებს მეკარის პოვნა მოუწევთ, რაც მარტივი არ იქნება. მესამე კი კლუბის დამოკიდებულებაა. ვალენსიას მიაჩნია, რომ მამარდაშვილის თაობაზე ოპტიმალური გარიგება მომდევნო ზაფხულში გამოჩნდება, რადგან იმ დროისთვის, მეორე სეზონი იქნება ჩამთავრებული, რაც გიორგის წამყვანი ჩემპიონატის კლუბის ნომერ პირველი მეკარის სტატუსი აქვს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დღევანდელი ვითარებით, ვალენსიას გეგმა ა მამარდაშვილის სასტარტო შემადგენლობის მეკარედ მოაზრებაა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს თუ კლუბი კონკრეტულ წინადადებას მიიღებს“, - AS-ი.

საინტერესოა, რომ ესპანური გამოცემის, Todofichajes-ის ინფორმაციით, გიორგის საკუთარ რიგებში ხილვა „ჩელსის“ სერიოზულად მოუნდა და მზადაა, „ბაიერნს“ კონკურენცია გაუწიოს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები