კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, დინამო თბილისი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ნოდარ ლომინაძე
Aa
Aa

უარი რუსეთს | ლომინაძით გერმანული, ბელგიური და შვეიცარიული გუნდები ინტერესდებიან

როგორც CrystalSport-ისთვის გახდა ცნობილი, დასრულებული 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და წყალტუბოს სამგურალის ნახევარმცველით, ნოდარ ლომინაძით გერმანული, შვეიცარიული და ბელგიური გუნდები ინტერესდებიან. ამ ეტაპისთვის, ოფიციალური წინადადება არ გაკეთებულა, თუმცა ინტერესი არის, რაც წინაპირობაა იმის, რომ სავარაუდოდ, ეს ბოლო სეზონია, როდესაც ნოდარ ლომინაძის თამაშს საქართველოს რანგით უმაღლეს, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ვუყურებთ.

CrystalSport-ის ინფორმაციითვე, ინტერესი იყო რუსეთიდანაც, თუმცა თავად ფეხბურთელისა და მისი მენეჯერის, გაგა კოსტავას გადაწყვეტილებით, რუსული ვარიანტი საწყის ეტაპზევე გამოირიცხა.

გაგა კოსტავა (მენეჯერი):

,,დიახ, რუსეთიდან ინტერესს გიდასტურებთ. თავად ნოდარს რუსეთი არ სურს, ლომინაძის რუსეთში თამაში არც ჩემს ინტერესებშია. ჩვენი მიზანი ევროპაში კარიერის გაგრძელებაა". 

საუბარი იყო თურქულ ბოდრუმსპორზეც, თუმცა ამ შემთხვევაში, ტრანსფერი კლუბის მხრიდან ფინანსური არამზაობის გამო ვერ შედგა.

ოზურგეთიდან - თბილისამდე: ,,ტრავმების გამო ფეხბურთის თამაში ამიკრძალეს, მაგრამ არ დავნებდი"

2002 წლის 4 აპრილს დაბადებული, ტანმაღალი (1,94 სმ) ნახევარმცველი ოზურგეთიდანაა და მისი კარიერის  პირველი ნაბიჯები სწორედ ოზურგეთის მერცხალს უკავშირდება, სადაც დიდი დრო გაატარა, შემდეგ, ტრავმების გამო, ფეხბურთის თამაში აუკრძალეს, რამაც მის ცხოვრებაზე ნეგატიური კვალი დატოვა, თუმცა შრომა მაინც განაგრძო, რაც დაუფასდა: საფეხბურთო კლუბ რუსთავში მოხვდა, სადაც სულ 3 თვე ითამაშა, თუმცა ეს 3 თვე მისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა - რუსთავიდან დინამო თბილისმა წაიყვანა და 19 წლის ასაკში საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დებიუტის შანსი მისცა.

დინამო თბილისიდან, წყალტუბოს სამგურალში იჯარით მოთამაშე ლომინაძემ, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონში, 15 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა (3 თერთმეტმეტრიანით), განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი რამდენიმე დღის წინ, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე, მისი საჯარიმო დარტყმა გამოვიდა, რომელიც გაგრას წინააღმდეგ გოლად, 52-ე წუთზე აქცია.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყურადღებით აკვირდებიან | მიქაუტაძე ესპანური კლუბის რადარზე მოექცა
ყურადღებით აკვირდებიან | მიქაუტაძე ესპანური კლუბის რადარზე მოექცა