გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ზომერი ინტერში გადადის - ბაიერნმა ახალი მეკარე შეარჩია

გიორგი მამარდაშვილისა და მიუნხენის „ბაიერნის“ სატრანსფერო ჭორებს წერტილი დაესვა.

„რეკორდმაისტერმა“ არჩევანი გააკეთა და „ბრენტფორდის“ მეკარის დავიდ რაიას შეძენას გეგმავს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ადასტურებს.

მანუელ ნოიერის შემცვლელი იან ზომერი კი მილანის „ინტერში“ გადავა. მოლაპარაკებები რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს და მხარეები მალე შეთანხმებას მიაღწევენ.

მანუელ ნოიერი ჯერ კიდევ ტრავმას მკურნალობს, თუმცა დაბრუნების შემდეგ, მიუნხენელთა ნომერ პირველი მეკარე კვლავ მანუ იქნება. აქედან გამომდინარე, „ბაიერნს“ სჭირდება მაკერა, რომელიც ნოიერის დაბრუნების შემდეგ სათადარიგო როლს მოირგებს. ზომერმა ამაზე უარი თქვა, როგორც ჩანს დავიდ რაია თანახმაა.

ამრიგად, „ბაიერნში“ მამარდაშვილის ტრანსფერი შეგვიძლია სრულად გამოვრიციხოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე ენფილდზე? - ლივერპული პსჟ-სთან მოლაპარაკებაშია
მბაპე ენფილდზე? - ლივერპული პსჟ-სთან მოლაპარაკებაშია