საბა საზონოვი
Aa
Aa

დიმიტრი გაფინი: საზონოვი ევროპის ერთ-ერთი ტოპ ლიგის კლუბში მოხვდება

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ 21 წლის ცენტრალური მცველის საბა საზონოვის მიმართ ევროპაში დიდი ინტერესია.

ყველაზე მეტად საბას შეძენა ფრანგულ „ლიონს“ სურს, რომელიც ტრანსფერის დახურვას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით მათ ფინანსური შეზღუდვები აქვთ.

მოსკოვის „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს წევრმა დიმიტრი გაფინმა RB Sport-ის კორესპონდენტს საბა საზონოვთან არსებული ვითარება განუმარტა.

- რა მდგომარეობაა საბა საზონოვთან დაკავშირებით, რომლის ლიონში შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციები ვრცელდება?

„საბა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მის მიმართ ევროპული კლუბების მხრიდან ინტერესი მართლაც გაზრდილია. ღირსეული შეთავაზების შემთხვევაში, რომელიც კლუბსა და მოთამაშეს მოერგება, დიდია ალბათობა იმისა, რომ ის ევროპის ერთ-ერთი ტოპ ლიგის კლუბში მოხვდება“.

- გამოაგზავნა ლიონმა ოფიციალური შეთავაზება?

„როგორც ვიცი, ლიონი, ფინანსური შეზღუდვების გამო, ფეხბურთელებს ჯერ ვერ ყიდულობს. მაგრამ ამ კლუბსა და არა მხოლოდ მას, საბას მიმართ ინტერესი ნამდვილად აქვს“,

- განაცხადა გაფინმა.

შეგახსენებთ, რომ საზონოვის მიმართ ასევე ინტერესდება „უდინეზე“, „ჰამბურგი“, „სასუოლო“ და „გალათასარაი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მისი ღია ჭრილობაა, საკუთარ თავზე მუშაობს“ - GDS-ი ხვიჩაზე წერს
„ეს მისი ღია ჭრილობაა, საკუთარ თავზე მუშაობს“ - GDS-ი ხვიჩაზე წერს