თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია: „სწავლების პროცესში ვართ, მსოფლიოსთვის მზად ვიქნებით“

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ნაკრების კაპიტანთან, თორნიკე შენგელიასთან ჩაწერილი ინტერვიუ გაავრცელა. შენგელიამ „ვირტუს ბოლონიასთან“ დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე და მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.

„საკლუბო კარიერის გაგრძელებას რაც შეეხება, ვირტუს ბოლონიასთან კიდევ 1-წლიანი კონტრაქტი მაქვს. თუ კლუბი რაიმე გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არაფერი შეიცვლება და მომდევნო სეზონშიც ვირტუს ბოლონიას რიგებში ვითამაშებ.

ნაკრების შეკრების პირველ ეტაპს გავდივართ და ვსწავლობთ, ერთმანეთთან როგორ ვითამაშოთ. ვიგებთ, დავამატოთ თუ არა ახალი სისტემები და შევცვალოთ თუ არა ტაქტიკურად რაღაც, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. სწავლების პერიოდში ვართ, მაგრამ როცა იაპონიაში გამგზავრების დრო მოვა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მაქსიმალურად მზად ვიქნებით.

ეგვიპტესთან მატჩს რაც შეეხება, მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მონაწილეობას არ მივიღებ, მაგრამ ბევრი რამ გამოვლინდება და გავიგებთ, რომელ ასპექტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ახალწვეულებს რაც შეეხებათ, პირადად მე, ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენთან არიან. მებრძოლი ხასიათითა და კონკურენტუნარიანობით გამოირჩევიან, რაც ახალგაზრდებისთვის უმნიშვნელოვანესი რამაა“.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტესთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ლიეტუვაში, შემდეგ კი ლატვიაში გაემგზავრება და ამ ქვეყნების ნაკრებებთან შესაბამისად – 1 და 5 აგვისტოს ითამაშებს. 12-13 აგვისტოს თბილისში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, იორდანია და ირანი ითამაშებენ. 12-ში ნახევარფინალები: საქართველო – იორდანია და მონტენეგრო – ირანი გაიმართება, ხოლო 13 აგვისტოს ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის. ტურნირის დასრულებიდან მეორე დღეს, საქართველო ირანთან დახურული ტიპის სპარინგ-მატჩს გამართავს, რომელსაც მაყურებლები არ დაესწრებიან და ტელევიზიითაც არ გადაიცემა. 17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ონიკავაზე გაემგზავრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საზონოვის ტრანსფერი რუსეთის ჩემპიონატის რეკლამაა“ - დინამო მოსკოვის ექს-მოთამაშე
„საზონოვის ტრანსფერი რუსეთის ჩემპიონატის რეკლამაა“ - დინამო მოსკოვის ექს-მოთამაშე