გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

არის შანსი ხვალ ითამაშოს | კვერნაძე გუნდთან ერთად ვარჯიშობს

ფროზინონეს“ ქართველმა შემტევმა გიორგი კვერნაძემ იტალიურ კლუბში ჩატარებულ პირველ შეხვედრაში გოლი გაიტანა, თუმცა შემდეგ მცირე ტრავმა მიიღო და მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ შეცვალა. გიორგი თავს კარგად გრძნობს და მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა.

როგორც ირკვევა, კვერნაძემ გუნდური ვარჯიშები განაახლა და დიდი შანსია, ამხანაგურ შეხვედრაში სათამაშო დრო მიეცეს. ხვალ, თბილისის დროით, 22:00-ზე, „ფროზინონე“ „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება და შესაძლოა, გიორგი მოედანზე ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ კვერნაძის „ფროზინონე“ იტალიის სერია A-ს ახალი სეზონის პირველ შეხვედრას საშინაო კედლებში გამართავს. 19 აგვისტოს, თბილისის დროით, 20:30-ზე, „ფროზინონე“ მოქმედ ჩემპიონს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

გეტყვით იმასაც, რომ იტალიურ კლუბში, ქართველ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებენ. „ფროზინონეს“ პრეზიდენტმა, მაურიციო სტირპემ და ტექნიკურმა დირექტორმა, გვიდო ანგელოძიმ იტალიურ გამოცემებთან საუბრისას განაცხადეს, რომ კვერნაძის სჯერათ და მას სრულ ნდობას უცხადებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ადმირა სეზონს იწყებს - პარკაძეს ჯერ თამაშის უფლება არ აქვს
ადმირა სეზონს იწყებს - პარკაძეს ჯერ თამაშის უფლება არ აქვს