საბა გველესიანი, შოთიკო გოჩიაშვილი
Aa
Aa

ვერცხლი და ბრინჯაო | გველესიანი ფინალში დამარცხდა, გოჩიაშვილი მესამეა

სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ერთეულთა ასპარეზობის ბოლო დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა. ოქროს მედლის მოპოვების შანსი საბა გველესიანს ჰქონდა, ბრინჯაოსთვის კი შოთიკო გოჩიაშვილმა იჭიდავა.

გველესიანი ფინალურ შეხვედრაში ასლან კოცოევს დაუპირისპირდა. საბამ ცუდად დაიწყო და აზერბაიჯანელ მეტოქეს ვაზარი ააღებინა, თუმცა წონასწორობა მალევე აღადგინა. საბოლოოდ, კოცოევმა მეორე ვაზარი მოიპოვა და გველესიანი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

+90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა შოთიკო გოჩიაშვილმა. ქართველი ჯუდოკა ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, იბრაჰიმ ტატაროღლუსთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იაროსლავ ომელჩენკოს აჯობა.

ცნობისთვის, დღეს ტურნირზე გამომსვლელმა კიდევ ორმა ქართველმა – ლიზი ქვარცხავამ (70) და ნინო პაპიძემ (+70) შეჯიბრებაზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ადმირა სეზონს იწყებს - პარკაძეს ჯერ თამაშის უფლება არ აქვს
ადმირა სეზონს იწყებს - პარკაძეს ჯერ თამაშის უფლება არ აქვს