მიუნხენის ბაიერნი, ლუკა პარკაძე, ადმირა ვაკერი
Aa
Aa

ადმირა სეზონს იწყებს - პარკაძეს ჯერ თამაშის უფლება არ აქვს

ავსტრიის რანგით მეორე ლიგის 2023-24 წლების სეზონის პირველ ტურში „ადმირა“ „შტრიპფინგს“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში ლუკა პარკაძის ოფიციალური დებიუტი არ შედგება, რადგან ქართველ ფეხბურთელს საცხოვრებელი და სამუშაო ვიზა ჯერ არ მიუღია.

„ადმირა“ მეორე ტურის მატჩს 4 აგვისტოს „რიდის“ წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს. შესაძლოა, ამ მიზეზით პარკაძემ მეორე ტურის შეხვედრაც გამოტოვოს.

გეტყვით იმასაც, რომ „ადმირა ვაკერის“ საშინაო სტადიონის ტევადობა 10 700-ს შეადგენს. მთავარი მწვრთნელი ტომას პრატლია, რომელიც გასულ წლებში კლუბის ასაკობრივ გუნდებს წვრთნიდა, გასული სეზონის შემდეგ კი 32 წლის სპეციალისტი მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. პრატლი UEFA-ს პრო ლიცენზიის მქონე მწვრთნელია, უპირატესობას 4-1-4-1 ფორმაციას ანიჭებს. გასულ სეზონში რანგით მეორე ლიგაში „ადმირა ვაკერი“ მე-10 ადგილზე გავიდა, თუმცა ტიტულოვანი კლუბია, ავსტრიის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა.

შეგახსენებთ, ლუკა პარკაძე „ბაიერნის“ საკუთრებაა, მიმდინარე თვეში „ადმირასთან“ საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები