ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რუდი გარსიას ტაქტიკური გეგმები | აპირებს, კვარა უფრო აქტიურად გამოიყენოს

Corriere dello Sport-ის დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას ტაქტიკურ გეგმებზეა საუბარი, რომლებიც მას ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებით აქვს. იტალიური გამოცემა ირწმუნება, რომ ფრანგი სპეციალისტი გუნდში სიახლეების დანერგვასა და შეტევებში „კვარას“ უფრო აქტიურად გამოყენებას აპირებს.

„საინტერესო საკითხი გარსიას 4-3-3 სათამაშო სქემაზე, რომელიც დაცვაში 4-5-1-ად გარდაიქმნება. დავიწყოთ იქიდან, რომ ბურთის ფლობა ნაკლებად ხანგრძლივი იქნება, გუნდი აქცენტს თამაშის გამწვავებაზე და განსაკუთრებით მარცხენა ფლანგიდან განხორციელებულ სოლორეიდებზე გააკეთებს.

კვარაცხელიას მხარეს მოხდება ის, რაც რომაში, ჟერვინიოსთან მიმართებით ხდებოდა. ჟერვინიო გახლდათ ხმალი, რომელიც მეტოქეებს უტევდა და ჭრილობებს აყენებდა. კვარა მარცხნივ, დი ლორენცო კი მარჯვნივ, მაიკონის სტილში, რომელიც ფლანგზე ტემპის ცვლილებას აკონტროლებდა“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონის პირველი ტური ქართული დაპირისპირებით გაიხსნება. 19 აგვისტოს, „ფროზინონე“ „ნაპოლის“ საკუთარ კედლებში დაუხვდება და მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგა: აპოელმა ქვილითაიას და დვალის გოლებით მოიგო
კონფერენს ლიგა: აპოელმა ქვილითაიას და დვალის გოლებით მოიგო