გაბრიელე გრავინა, ევრო 2032, ევრო 2028
Aa
Aa

ევრო 2032 თურქეთსა და იტალიაში? - UEFA-ში განაცხადი შეიტანეს

იტალიური ANSA-ს ინფორმაციით, თურქეთი და იტალია ევროპის 2032 წლის ჩემპიონატის მასპინძლობას ერთობლივად გეგმავენ. აღნიშნული საკითხის თაობაზე თურქეთისა და იტალიის ფეხბურთის მმართველმა ორგნოებმა UEFA-ს მიმართეს. UEFA აღნიშნული ქვეყნების სტადიონებს შეამოწმებს და გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს მიიღებს. ევრო 2028-ის მასპინძელიც ამ დღეს გაცხადდება.

თურქეთს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი 2016 და 2024 წლებშიც ჰქონდა, თუმცა ამის უფლება ვერ მიიღო.

ასევე გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ევრო 2028-ის მასპინძელი არ დადასტურებულა, თუმცა კანდიდატი ახლა მხოლოდ ერთია. ევრო 2028 დიდი ალბათობით შემდეგ ქვეყნებში ჩატარდება: ინგლისი-ჩრდილოეთ ირლანდია-უელსი-შოტლანდია-ირლანდია. ეს ქვეყნები ევროპის ჩემპიონატს ერთობლივად უმასპინძლებენ. UEFA-ს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა თურქეთმა ევრო 2028-ზე კანდიდატურა მოხსნა, ხოლო რუსეთში ჩატარება გამორიცხულია უკრაინაში დაწყებული ინტერვენციის გამო.

ფოტოზე: იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები