პსჟ, მადრიდის რეალი, კილიან მბაპე
Aa
Aa

პსჟ-მ რეალს 250 მილიონი მოსთხოვა - MARCA მბაპეს შესაძლო ტრანსფერზე

MARCA-ს ინფორმაციით, პსჟ მადრიდის „რეალისგან“ კილიან მბაპეს სანაცვლოდ თითქმის 250 მილიონ ევროს ითხოვს. მადრიდულ გრანდს სატრანსფერო თანხის შემცირება სურს, „სამეფო კლუბის“ განზრახვა ამ თანხის შემცირებაა. სხვა შემთხვევაში ტრანსფერის ალბათობა მცირეა.

კილიან მბაპეს თაობაზე განსხვავებული შინაარსის ინფორმაციაც გავრცელდა. კერძოდ, „რეალთან“ დაახლოებული ესპანელი ჟურნალისტების, რამონ ალვარეს დე მონისა და ტომას გონსალეს-მარტინის ცნობით, ფრანგი სუპერვარსკვლავი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ამ ზაფხულს გადავა. რამონ ალვარეს დე მონის მიხედვით, მადრიდულ გრანდს „პარი სენ-ჟერმენთან“ შეთანხმება მიღწეული აქვს და მბაპე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება. „ბლანკოსი“ მის სანაცვლოდ 230 მილიონ ევროს გადაიხდის და „პარი სენ-ჟერმენი“ ამ თანხის ნაწილს მბაპეს ბონუსის დასაფარად გამოიყენებს, თუმცა როგორც დღეს MARCA-მ დაწერა, პსჟ 250 მილიონს ითხოვს, „რეალი“ კი ამ თანხის გადახდას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავმა, საუდის არაბეთში გადასვლაზე უარი განაცხადა. მისი საკუთარ რიგებში ხილვა „ალ-ჰილალს“ სურდა და კლუბის დელეგაცია პარიზშიც იმყოფებოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „პარკ დე პრენსის“ ბინადრები დარწმუნებული არიან, რომ მბაპეს „რეალთან“ შეთანხმება აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს, „სამეფო კლუბის“ მოთამაშე გახდება. კილიანი პსჟ-სთან კონტრაქტს სწორედ ამიტომ არ ახანგრძლივებს. კლუბის მიზანია, მბაპე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდონ ან იგი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე დაიყოლიონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები