გორის დილა
Aa
Aa

კონფერენს ლიგა: დილა ვორსკლასთან 93-ე წუთზე დამარცხდა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გორის „დილა“ გასვლით შეხვედრაში უკრაინულ „ვორსკლას“ დაუპირისპირდა. მატჩი ნეიტრალურ მოედანზე პოლონეთში გაიმართა და უკრაინელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი დემჩენკოს გუნდმა დამაჯერებლად ჩაატარა. ბურთის ფლობა გორელთა სასარგებლოდ 69%-31%-ზე იყო.

გუნდებმა მე-19 და მე-20 წუთებზე მომენტები გაცვალეს. ჯერ კოვტალიუკს მართებდა გატანა და რეალური მომენტი გააცუდა, შემდეგ კი უკრაინელებმა კონტრშეტევისას ბურთი ძელს მოარტყეს და „დილას“ დასჯა ვერ შეძლეს.


მეორე ტაიმში „დილამ“ უპირატესობა ანგარიშშიც გარდასახა და 57-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკის გოლით დაწინაურდა. უკრაინელმა ფორვარდმა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოში დასწრებაზე ზუსტად ითამაშა.


ანფრეი დემჩენკოს გუნდი მშვიდად იგებდა, თუმცა 73-ე წუთზე გორელთა ცენტრალური მცველი ზურაბ თევზაძე უხეშად შეცდა, როცა საჯარიმოდან ბურთის ამოტანის დროს დროული პასი არ გააკეთა და მეტოქეს კონტრშეტევის წამოწყების საშუალება მისცა, რომელიც ფელიპე როდრიგესის გოლით დასრულდა.


93-ე წუთზე საჯარიმოდან მოგერიებული ბურთი მისადგომებთან უმეთვალყურეოდ მყოფმა იბრაჰიმ კანემ თავისუფლად მიიღო და ულამაზესი დარტყმით „დილას“ კარში გადაგზავნა - 2:1.

ერთი შეხედვით არწასაგები მატჩი „დილამ“ დათმო და ახლა ყველაფერი ერთ კვირაში გორში გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ სად გადავა? ქართველები რუსეთიდან ევროპაში და ზაფხულის ტოპ ტრანსფერები!
ვინ სად გადავა? ქართველები რუსეთიდან ევროპაში და ზაფხულის ტოპ ტრანსფერები!